როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მარტში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ Windows 10-ის სმარტფონთან სინქრონიზაციის აპლიკაცია Your Phone-ში სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა გამოჩნდებოდა.
გუშინ ერთ-ერთი ინსაიდერის ტვიტერზე გამოქვეყნებული სქრინშოთებიდან ჩანს, რომ Microsoft-ი უკვე ტესტავს აღნიშნულ ფუნქციას.
ფუნქციის გააქტიურებისთვის Windows 10-ის პარამეტრებიდან აპლიკაციისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი ნებართვის მინიჭება. ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ Your Phone აპლიკაციაში საჭირო ფუნქციების ჩამონათვალი ძალიან სწრაფად იზრდება.
ზარის ფუნქცია უახლოეს მომავალში განახლების სახით გავრცელდება და მისი მხარდაჭერა საწყის ეტაპზე მხოლოდ Android მოწყობილობებს ექნება.