Samsung Galaxy Note 10-ის პრეზენტაციის დროს კომპანიის წარმომადგენლებმა Microsoft-თან ერთად სამაგიდე და მობლიურ სამომხმარებლო გარემოებს შორის ბარიერების მოხსნაზე ისაუბრებს. აღნიშნული ურთიერთქმედება ორ ეკოსისტემას შორის Windows 10-ის აქტიური მომხმარებლებისთვის ნაცნობი აპლიკაცია Your Phone-ის საშუალებით მიიღწევა. იგი კომპიუტერს სმარტფონთან აკავშირებს და მისი მარტივად მართვის შესაძლებლობას იძლევა.
აპლიკაცია Your Phone მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სმარტფონებზე მუშაობს, რომლებსაც Bluetooth LE ტექნოლოგიის მხარდაჭერა გააჩნიათ. ამგვარად Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერთან Android მოწყობილობის მონაცემების სინქრონიზაციის გარდა თქვენ მისი მართვის და ეკრანის ტრანსლირების შესაძლებლობაც გეძლევათ.
Wow the #YourPhone app is so much faster and more reliable on @SamsungMobile Note10 and Phone Screen feature works on Surface Studio 2 🙂 @zacbowden Job well done @VishnuNath and @AnalyMsft ! Now how about actionable notifications in the app? 🙂
— Gordan Redzic (@gordanredzic) August 22, 2019
ასევე აღსანიშნავია, რომ Galaxy Note 10-ის ფუნქცია „Windows Link“, რომელიც Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერთან ფლაგმანის დაკავშირების პროცესს ამარტივებს, მოგვიანებით Samsung-ის შედარებით მოძველებულ სმარტფონებზეც გამოჩნდება.