ყველაფერთან ერთად XDA Developer-ის ცნობით ახალი სმარტფონის ფასი არ აღემატება 435$-ს.
უნდა აღინიშნოს, რომ Black Shark 2 Pro იქნება რიგით მე-2 სმარტფონი, რომელიც Qualcomm Snapdragon 855 Plus-ზე იმუშავებს. გეიმინგ სმარტფონში თქვენ დაგხვდებათ 12 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება და ინფორმაციის შენახვის განახლებული UFS 3.0 ტექნოლოგია.
Black Shark 2 Pro უკანა მხარეს გაუმჯობესებულ დიზაინსაც მიიღებს. ამასთანავე Black Shark-ში კომპანიამ 6,39-დიუმიანი ეკრანის სენსორის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რის შედეგადაც სენსორის რეაგირების შეყოვნება შემცირებულია 34,7 მილიწამამდე, Black Shark 2-ის 43,5 მილიწამის წინააღმდეგ.
მცირე მოდერნიზაცია 13 მპ-იანი სენსორის სახით ორმაგ კამერასაც შეეხო. სმარტფონის ელემენტის მოცულობა შეადგენს 4000 mAh-ს, რომელსაც 27-ვატიანი დამტენის მხარდაჭერა ექნება.
BlackShark 2 Pro შავ და ვერცხლისფერ ვარიანტებთან ერთად იასამნისფერსა და ნარინჯისფერშიც გაიყიდება. სტანდარტული ფერადი ვარიანტების გარდა სმარტფონი დამატებით 3 გაფორმებით გამოვა, რომლებიც კომპანიამ ჩინური კიბერსპორტის გუნდ LNG Esports-თან ერთად შეიმუშავა.
12 GB/128 GB | 12 GB/256 GB |
435$ | 508$ |