2021 წლის 10 აგვისტოს, კომპანია Xiaomi-მ საკუთარი რობოტი ძაღლი – CyberDog-ი წარმოადგინა. წარმოების საწყის ეტაპზე კომპანია 1000 მოდელს გამოუშვებს. მისი ღირებულება კი $1500-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ძაღლის კონკურენტი, Boston Dynamics-ის Spot-ის ღირებულება $74,5 ათასს შეადგენს.
CyberDog-ის ცენტრალურ ბლოკს წარმოადგენს Nvidia-ს მოდული Jetson Xavier NX, რომელიც CUDA-ს 384 ბირთვს, 48 ტენზორულ ბირთვს, Carmel CPU-ს 6 ბირთვს და მანქანური დასწავლისთვის განკუთვნილ 2 ბირთვს აერთიანებს. აღნიშნულ რობოტის უნარებიდან აღსანიშნავია, რომ შეუძლია ამოიცნოს საკუთარ მეპატრონე, გაყვეს მას და შეასრულოს ისეთი ილეთები, როგორებიცაა ხტუნვა და სალტო. CyberDog აღჭურვილია რამდენიმე კამერითა და მიკროფონით, რაც მას გარემოსა და არსებული ვითარების გაანალიზების საშუალებას აძლევს.
რობოტის აქტივაცია ხმოვანი ბრძანებით ან სპეციალური აპლიკაციის საშუალებით არის შესაძლებელი. რობოტი მხოლოდ მეპატრონის ბრძანებებს ასრულებს და მხოლოდ მას დაყვება.
Xiaomi რობოძაღლის მეპატრონეს საშუალებას აძლევს დაუერთოს მას სხვადასხვა მოწყობილობები. მწარმოებელმა რობოტი სამი USB-C და ერთი HDMI პორტით აღჭურვა.
CyberDog-ს 3 კგ-მდე ტვირთის აზიდვა შეუძლია, ხოლო მისი გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარეა 3,2 მ/წამში.