Microsoft-ის ოფიციალურ საიტზე Windows 10-ის აქტუალური ვერსიის — May 2019 Update-ის, იგივე 1903-ის ცნობილი ხარვეზების სრული სია გამოქვეყნდა. სამწუხაროდ კორპორაცია აღნიშნულ ინფორმაციას არ გვთავაზობს ქართულად. აღნიშნული პოსტი განახლდება ახალი ხარვეზების აღმოჩენისთანავე.
მიმდინარე სტატუსი: Windows 10 May 2019 Update (1903) ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის, რომელიც რეგულარულად ამოწმებს განახლებების ხელმისაწვდომობას. თუ თქვენ არ მიგიღიათ აღნიშნული განახლება, მიაქციეთ ყურადღება ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას.
მიაქციეთ ყურადღება: აღნიშნული პოსტი შეიცავს მხოლოდ Microsoft-ის მიერ აღიარებულ ხარვეზებს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღმოაჩინეთ ხარვეზი, რომელიც ამ ჩამონათვალში არ მოხვდა, გთხოვთ ამის შესახებ კომენტარებში გვაცნობოთ.
ცნობისთვის: განახლების მიღების შეფერხება შესაძლოა გაიწელოს 48 საათამდე ვიდრე ის გახდება ხელმისაწვდომი გადმოსაწერად.
ცნობილი ბაგები და ხარვეზები
განახლება არ ყენდება და სრულდება შეცდომით 0x80073701
18362.145 | KB 4497935. კვლევის ეტაპზეა. ბოლო განახლება: 2019 წლის 16 აგვისტო.
დროებითი გადაწყვეტა: უცნობია
Visual Basic 6, VBA და VBAScript-ზე მომუშავე აპლიკაციები წყვეტენ მუშაობას
Visual Basic 6-ში შექმნილი აპლიკაციები, ასევე Visual Basic for Applications და VBScript-ის მაკროსები წყვეტენ მუშაობას და აგდებენ შეცდომის კოდის შემცველ ფანჯარას.
18362.295 | KB 4512508. კვლევის ეტაპზეა. ბოლო განახლება: 2019 წლის 16 აგვისტო.
დროებითი გადაწყვეტა: უცნობია
Intel RST დრაივერთან დაკავშირებული პრობლემა
18362.145 | KB 4497935. დადასტურებულია. გარე პრობლემა. ბოლო განახლება: 2019 წლის 26 ივლისი.
Intel Rapid Storage Technology-ს დრაივერის გარკვეული ვერსიები Windows 10 1903-სთან თავსებადობის პრობლემებს განიცდის.
დროებითი გადაწყვეტა: ბლოკირების გვერდის ავლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ Intel-ის ოფიციალური საიტიდან გადმოიწერთ დრაივერს, ვერსიით 15.5.2.1054 ან უფრო ახალს.
დომენთან დაკავშირებული მოწყობილობები, რომლებიც იყენებენ MIT Kerberos-ს, არ ირთვება
18362.145 | KB 4497935. კვლევის ეტაპზეა. ბოლო განახლება: 2019 წლის 26 ივლისი.
მოწყობილობები, რომლებიც დომეინში მუშაობენ და იყენებენ MIT Kerberos-ს, ან საერთოდ არ ირთვება, ან მუდმივ გადატვირთვის რეჟიმში არიან.
Surface Book 2-ის გრაფიკასთან დაკავშირებული ხარვეზი
18362.145 | KB 4497935. კვლევის ეტაპზეა. ბოლო განახლება: 2019 წლის 16 ივლისი.
ზოგიერთი აპლიკაცია თუ თამაში, რომელიც გრაფიკულ გამოთვლით სიმძლავრეებს იყენებს შესაძლოა გაითიშოს Surface Book 2-ზე, რომელიც Nvidia-ს გრაფიკულ ბარათს იყენებს.
დროებითი გამოსავალი: თუ თქვენ უკვე იყენებთ 1903-ს, გადატვირთეთ კომპიუტერი, გადადით მოწყობილობების მმართველში და შეამოწმეთ ცვლილებების არსებობა. Surface Book 2-ის მომხმარებლები, რომლებიც იყენებენ Nvidia-ს გრაფიკას ამ ეტაპზე Windows 10 1903-მდე ვერ განახლდებიან.
დისტანციურ სამუშაო მაგიდასთან დაკავშირებისას მომხმარებელი იღებს შავ ეკრანს
18362.45 | KB 4497935. კვლევის ეტაპზეა. ბოლო განახლება: 2019 წლის 12 ივლისი.
დისტანციურ სამუშაო მაგიდასთან დაკავშირებისას, ძველი გრაფიკული დრაივერების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა მომხმარებელმა მხოლოდ შავი ეკრანი იხილოს.
არ მუშაობს Windows Sandbox (შეცდომის კოდი 0x80070002)
18362.116 | KB 4505057. კვლევის ეტაპზეა. ბოლო განახლება: 2019 წლის 10 ივლისი.
Windows Sandbox-ის გაშვების მცდელობისას მომხმარებლები იღებენ შეცდომას ERROR_FILE_NOT_FOUND (0x80070002) იმ მოწყობილობებზე, რომლებზეც განახლებებს შორის შეცვლილ იქნა სისტემური ენა.
ეკრანის სიკაშკაშის გადამრთველი გაუმართავად მუშაობს
18362.116 | KB 4505057. კვლევის ეტაპზეა: ბოლო განახლება: 2019 წლის 21 მაისი.
Microsoft-მა Intel-თან ერთად აღმოაჩინა თავსებადობის პრობლემა იმ მოწყობილობებზე, რომლებიც Intel-ის გარკვეული ვერსიის გრაფიკულ დრაივერებს იყენებენ.
მოწყობილობები, რომლებიც WDS-დან PXE ან SCCM-სერვერებიდან ირთვება, არ მუშაობს
18362.175 | KB 4503293. კვლევა დასრულებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 10 ივლისი.
მოწყობილობები, რომლებიც იყენებენ Preboot Execution Environment-ს Windows Deployment Services-იდან არ მუშაობენ და შეცდომის კოდად აგდებენ 0x0000001-ს.
სერვისმა RASMAN შესაძლოა შეწყვიტოს მუშაობა შეცდომის კოდით 0xc0000005
18362.145 | KB 4497935. გამოსწორებულია KB4505903-ში. ბოლო განახლება: 2019 წლის 26 ივლისი.
Remote Access Connection Manager (RASMAN) წყვეტდა მუშაობას შეცდომის კოდით 0xc0000005 იმ VPN პროფილების შემთხვევაში, რომლებიც მუდმივ სამუშაო რეჟიმზე იყო გადაყვანილი.
ფერის პროფილის ცვლილების და ღამის განათების რეჟიმში ჩვენების პარამეტრები ზოგ შემთხვევაში არ მუშაობს
18362.116 | KB 4505057. კვლევა დასრულებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 24 მაისი.
Microsoft-მა დაადგინა აღნიშნული ხარვეზის გამომწვევი მიზეზი და უახლოეს მომავალში მის გამოსწორებას გამოუშვებს.
დროებითი გადაწყვეტა: გამორთეთ ღამის განათება, ისევ ჩართეთ და შემდეგ გადატვირთეთ კომპიუტერი.
კომპიუტერი ვერ პოულობს და ვერ უკავშირდება Bluetooth მოწყობილობებს
8362.116 | KB 4505057. კვლევა დასრულებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 21 მაისი.
Microsoft-ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პრობლემას Realtek-ის და Qualcomm-ის გარკვეული ვერსიების Bluetooth დრაივერები იწვევენ.
დროებითი გადაწყვეტა: შეამოწმეთ Bluetooth დრაივერების განახლების არსებობა სისტემის პარამეტრებიდან. Qualcomm-ის დრაივერის ვერსია უნდა აღემატებოდეს 10.0.1.11-ს. Realtek-ის შემთხვევაში ვერსია უნდა აღემატებოდეს 1.5.1011.0-ს.
Intel-ის აუდიო დრაივერის intcdaud.sys შეტყობინება
18362.116 | KB 4505057. კვლევა დასრულებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 21 მაისი.
Microsoft-მა Intel-თან ერთად მიაკვლია პრობლემას, რომელიც Intel Display Audio-ის რამდენიმე დრაივერში იმალებოდა, რის შედეგადაც მოწყობილობის ავტონომიური მუშაობის დრო მკვეთრად მცირდება.
არ მუშაობს კამერის სისტემური აპლიკაცია
18362.116 | KB 4505057. კვლევა დასრულებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 21 მაისი.
Microsoft-მა და Intel-მა მიაკვლიეს პრობლემას, რომლის გამოც IntelSense SR300 და Intel RealSense S200-ის კამერების აპლიკაციები არ მუშაობდა.
დროებითი გადაწყვეტა: გამოაერთეთ კამერა და ხელმეორედ დაუკავშირეთ კომპიუტერს, გამორთეთ და ჩართეთ დრაივერი მოწყობილობების მმართველიდან. გადატვირთეთ სერვისი RealSense.
კომპიუტერი ხშირად კარგავს Wi-Fi ქსელთან კავშირს
18362.116 | KB 4505057. კვლევა დასრულებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 21 მაისი.
ძველ მოწყობილობებზე გამოვლინდა Wi-Fi ქსელთან სტაბილური კავშირის პრობლემა, რასაც თავის მხრივ Qualcomm-ის მოძველებული დრაივერი იწვევს.
დროებითი გადაწყვეტა: მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან გადმოიწერეთ და დააყენეთ Wi-Fi-ის დრაივერის უახლესი ვერსია.
Dolby Atmos და სახლის კინოთეატრის აუდიო მოწყობილობებთან დაკავშირების შემთხვევაში კომპიუტერი კარგავს ხმას
18362.116 | KB 4505057. გამოსწორებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 11 ივლისი.
შეცდომა ისეთი კომპიუტერის განახლების მცდელობისას, რომელსაც დაერთებული აქვს USB მოწყობილობები და მეხსიერების ბარათები
18362.116 | KB 4505057. გამოსწორებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 11 ივლისი.
გარკვეულ დრომდე კომპიუტერები, რომლებსაც განახლების დროს დაერთებული ქონდათ მეხსიერების ბარათები თუ სვხა USB პერიფერია, ვერ იღებდნენ Windows 10-ის აქტუალურ ვერსიას.
Windows-ის მოვლენების მმართველი (Event Manager) ითიშება
18362.175 | KB 4503293. გამოსწორებულია – KB 4501375. ბოლო განახლება: 2019 წლის 27 ივლისი.
მოგახსენებთ, რომ აღნიშნული სტატია მუდმივი განახლების რეჟიმში იქნება მანამ, სანამ Windows 10 1903 წარმოადგენს Windows-ის აქტუალურ ვერსიას. მოგვიანებით კი შემოგთავაზებთ აღნიშნული განახლების სიახლეებისა და ცვლილებების სრულ ჩამონათვალს. წარმატებები. პ.ს. ეს სტატია არ ეხება Windows Insider არხით გავრცელებულ განახლებებს.