Windows 10-ის მომხმარებლები ბოლო წლების განმავლობაში დაგროვებითი განახლებებით გამოწვეულ პრობლემებს მიეჩვივნენ. ამჯერად სისტემის მომხმარებლებს თავის ტკივილი Windows 10 May 2019 Update-ისთვის გამოშვებულმა ბოლო განახლებამ გაუჩინა. KB4512941-მა პროცესორის დატვირთვას მკვეთრად ზრდის მაშინაც კი, როცა კომპიუტერში არცერთი პროგრამა არ მუშაობს.
როგორ მოვაგვაროთ პროცესორის დატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემა Windows 10 May 2019 Update-ში ბოლო განახლების შემდეგ
მაშ ასე, კომპანია Microsoft-მა Windows 10-ის 18362.329 ანაწყობში პროცესორის გადატვირთვის პრობლემა აღიარა, რომელსაც KB4512941 პატჩი იწვევს.
როგორც აღმოჩნდა პროცესორის დატვირთვას SearchUI.exe იწვევს, რომელიც Cortana-სთან არის დაკავშირებული. პროცესი იმ შემთხვევაშიც კი ეშვება, როცა Cortana პასიურ რეჟიმშია. გამოსავალი ნაპოვნია და ის ცხადია Windows-ის რეესტრში იმალება.
SearchUI.exe-ს გათიშვა:
- გაუშვით regedit ბრძანდება CMD-დან
- რეესტრში გადადით ComputerHKEY_CURRENT_USERSoftwareMicrosoftWindowsCurrentVersionSearch-ში
- შეცვალეთ BingSearchEnabled პარამეტრის მნიშვნელობა 1-ზე ან სრულად წაშალეთ ის.
სისტემის გადატვირთვის შემდეგ SearchUI.exe აღარ გაეშვება და პროცესორიც ზედმეტად აღარ დაიტვირთება. Microsoft-ი აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებელ განახლებას უახლოეს მომავალში გამოუშვებს.