კომპანია Microsoft-ი Windows 10-ის გადაყენების ახალ ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც სისტემის ღრუბლოვანი საცავიდან კომპიუტერზე გადმოწერას და ინსტალაციას გულისხმობს. ამის შესახებ კომპანია ოფიციალურად ჯერ არსად საუბრობს, თუმცა Twitter-ის ცნობილმა ინსაიდერმა— Walking Cat-მა ამ გეგმის პირველი მტკიცებულებები გაგვიზიარა.
18950 bootux :
— WalkingCat (@h0x0d) July 29, 2019
How would you like to reinstall Windows?
> Cloud download : Download Windows
> Reset locally : Reinstall my existing Windows operating system
შესაძლოა აღნიშნული ფუნქციური სიახლე მომდევნო ინსაიდერულ ანაწყობში როგორც Windows 10-ის „Lite“, ისე სტანდარტულ ვერსიაში ვიხილოთ.
სისტემის ღრუბლებიდან აღდგენა
ამ ეტაპზე უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა სისტემის სრული სარეზერვიო ასლის შექმნა სამომავლოდ აღდგენის მიზნით, თუმცა თავდაპირველად ღრუბლებიდან სუფთა გადაყენების შესაძლებლობაც არ იქნება ცუდი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში აღნიშნული შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანს პირადი სამუშაო გარემოს დაკარგვის შანსებს, რადგან მოწყობილობის დაზიანების, მოპარვის ან სხვა გარემოებებში დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელს საკუთარი პერსონალიზირებული ოპერაციული სისტემის ასლის აღდგენის და დანაკარგების გარეშე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება.