Wikipedia-ს დამფუძნებელმა, ჯიმი უელსმა Facebook-ის და Twitter-ის კონკურენტი სოც.ქსელი წარმოადგინა, რომელიც გამოირჩევა იმით, იგი სრულიად თავისუფალია რეკლამისგან.
WT:Social არანაირ კავშირში არაა Wikipedia-სთან, თუმცა ორივე პლატფორმა ერთი ბიზნეს მოდელით ხელმძღვანელობს.
ელექტრონული ენციკლოპედიის მსგავსად WT:Social მომხმარებლების მცირე ჯგუფის შემოწირულობებით და ყოველგვარი რეკლამის გარეშე იარსებებს. მომხმარებლებს WT: Social-ში სიახლეების ბმულების გაზიარება და მათი განხილვა შეუძლიათ.
„სოც.ქსელების ბიზნეს მოდელი აგებულია რეკლამაზე, სადაც მხოლოდ დაბალხარისხიანი კონტენტი იმარჯვებს“— აცხადებს უეილსი. მისივე თქმით, ადამიანები დაიღალნენ სიახლის ბმულის გახსნაზე ორიენტირებული ხელოვნურად გაზვიადებული „ყვითელი“ სათაურებისგან და ე.წ „Fake სიახლეებისგან“.
WT: Social პრიორიტეტს ახალ ბმულებს ანიჭებს და არ უწყობს ხელს მხოლოდ დიდი რაოდენობის ლაიქების მქონე პოსტების ჩვენებას პირველ გვერდზე, როგორც ამას Facebook და Twitter-ი აკეთებენ. გარდა ამისა ახალ პლატფორმას კონტენტის ხარისხის გადამოწმების მხარდაჭერა იქნება, რასაც მომხმარებლები „დადებითი ხმის მიცემით“ უზრუნველყოფენ. ყველაზე კარგი პოსტები კი „რეკომენდებულ“ კადეგორიაში გადაინაცვლებენ.
აღნიშნული სოც.ქსელი ყველასთვის შეუმჩნევლად გასულ თვეში ჩაეშვა და მას უკვე 50 000-ზე მეტი მომხმარებელი ყავს. უეილსის თქმით საიტის მხარდასაჭერად შემოწირულობა 200-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო.
სოციალური ქსელი WT: Social წარმოადგენს Wikitribune-ის მემკვიდრეს, რომელიც „ერთობლივი მუშაობისთვის განკუთვნილ მედიაპლატფორმას“ წარმოადგენდა. უეილსმა Wikitribune-ისთვის კრაუდფანდინგის კამპანია 2017 წელს წამოიწყო, თუმცა მაშინ აღნიშნულმა პროექტმა ინვესტორები ვერ დააინტერესა.