Visual Studio Code-ში Java-ზე კოდის წერა მხარდაჭერილია ე.წ Extension Pack-ის საშუალებით, რომელიც წარმოადგენს გაფართოებების კრებულს — დებაგერი, ტესტების შესრულების ხელსაწყო, IntelliCode და მრავალი სხვა. კომპანია მუდმივად ანახლებს დეველოპერის სამუშაო გარემოს (IDE), რათა გააფართოვოს პროგრამირების ენების მხარდაჭერა.
მაიკროსოფტის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების 2021 წლის გეგმის მიხედვით, კომპანია, Visual Studio Code-ში Java-სთვის გარკვეული გაუმჯობესების დამატებას აპირებს. პირველ რიგში, გაუმჯობესება შეეხება პროგრამირების პროცესს შიდა ციკლით, რაც გააფართოვებს დეველოპერის გამოცდილებას კოდის წერის დაწყებიდან კომპლექსურ სამუშაო გარემოში, მის მასშტაბირებამდე. გაუმჯობესება ასევე შეეხება წარმადობისა და საიმედოობის გაზრდას.
კომპანია კომპილირების ისეთი ხელსაწყოების დამატებასაც აპირებს, როგორიცაა Gradle. VS Code-ში ასევე გაფართოვდება Maven-ის არსებული კრებულის ფუნქციონალი, რის შედეგადაც, პროგრამას Java-ს უფრო მეტი ვერსიის და კონტეინერებში Spring Framework-ის მხარდაჭერა ექნება. შეგახსენებთ, რომ Java 16-ის მხარდაჭერა კონტეინერებში ჯერ კიდევ ივნისში დაანონსდა. კომპანია, Java-ს გაფართოების მხარდაჭერის GitHub Codespaces-ში დამატებასაც გეგმავს.
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების და “დებაგინგის” მიმართულებით, მაიკროსოფტი VS Code-ში ტესტირებისთვის ახალ API-ინტერფეისების დამატებასაც აპირებს. ამჟამად ასევე განიხილება ვირტუალური ნაკადების ჩართვა Project Loom-ის გამოყენებით.
დაბოლოს. უსაფრთხოების თვალსაზრისით განიხილება სანდო სამუშაო გარემოების მხარდაჭერის დამატება. ეს ფუნქცია დეველოპერებს, Java-ს პროექტების “უსაფრთხო გარემოში” გახსნის საშუალებას მისცემს, სადაც, საჭიროებისამებრ, გარკვეული შესაძლებლობები გათიშული იქნება.