Twitter-ში ორი მნიშვნელოვანი სიახლე დაანონსდა და აქედან ერთ-ერთი მონეტიზაციის მოდელს წარმოადგენს, რომელიც აქამდე სხვა სოციალურ პლატფორმებზეც წარმატებით გამოიყენეს.
ტვიტებზე ფასიანი გამოწერის ფუნქციას Super Follows ქვია. მისი საშუალებით მომხმარებელს დამატებითი, ფასიანი კონტენტის გამოწერა შეუძლია. ეს შესაძლოა იყოს ექსკლუზიური ტვიტები და ა.შ.
ჯერ-ჯერობით უცნობია ფუნქციის ფასი. ვარაუდობენ, რომ ის ყველასთვის ფიქსირებული იქნება — $4.99, თუმცა არის მოსაზრება, რომ გამოწერის ჩართვისას მომხმარებელი თავად გადაწყვეტს ტარიფის ფასს.
მეორე ფუნქცია კი ფეისბუქის ჯგუფების ანალოგია — მასში მომხმარებლები ინტერესების მიხედვით გაერთიანდებიან. ჯგუფში გაწევრიანებული მომხმარებლები მხოლოდ იმ ტვიტებს ნახავენ, რომელიც ჯგუფის ინტერესებს ემთხვევა. კომპანიაში მიჩნევენ, რომ ეს სიახლე უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის პლატფორმას მათთვის, ვინც ჯერ არ იყენებს ტვიტერს.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის აპირებს ტვიტერი აღნიშნული ფუნქციების გაშვებას. ახალი ფუნქციების შესახებ ტვიტერის წარმომადგენლებმა ინვესტორებთან შეხვედრის დროს ისაუბრეს.