Twitter-ის დამფუძნებლის, ჯეკ დორსის განცხადებით, სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური რეკლამის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მსოფლიო მასშტაბით შევაჩეროთ პოლიტიკური რეკლამების განთავსება Twitter-ზე. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური მესიჯის მიწოდების შესაძლებლობა უნდა იყოს დამსახურებული და არა ნაყიდი.“— ნათვქმია განცხადებაში.
We’ve made the decision to stop all political advertising on Twitter globally. We believe political message reach should be earned, not bought. Why? A few reasons…?
— jack ??? (@jack) October 30, 2019
დორსი მიიჩნევს, რომ რეკლამის აუდიტორიის განსაზღვრის ეფექტური ხელსაწყოს მიუხედავად, პოლიტიკურმა გზავნილმა შესაძლოა მილიონობით ადამიანის გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე Twitter-მა სახელისუფლებო მედიის მიერ გამოქვეყნებული სარეკლამო პოსტები აკრძალა.