TikTok-ის შემქმნელმა კომპანია ByteDance-მა საკუთარი სერვისის განვითარებას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ ახალი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე განცხადება შეიტანა. სავაჭრო ნიშანი TikTok Payments-ის რეგისტრაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ახლო მომავალში გასართობი ვიდეოსერვისი გადახდების საკუთარ სისტემას მიიღებს. ასეთი სახით, მომხმარებლებს, დარეკლამებული სერვისისა თუ პროდუქტის შეძენა აპლიკაციიდანვე შეეძლებათ.
TikTok-ისთვის გადახდის სისტემის შექმნის ისტორია 2020 წლის ივნისში იწყება, როცა ByteDance-მა ელექტრონული გადახდების სისტემისა და დაზღვევისთვის საჭირო 3 ლიცენზია მიიღო. ამის შემდეგ კომპანიამ სექტემბერში პლატფორმა UIPay შეიძინა და 2020 წლის დეკემბერში სავაჭრო ნიშანი TikTok Payments დაარეგისტრირა.
გადახდის ახალი სისტემა თავდაპირველად ჩინეთში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში ამოქმედდება. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია უკვე მუშაობს სინგაპურში ინტერნეტ ბანკინგისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვებაზე.