რამდენიმე დღის წინ Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ბრონირებული ელექტროპიკაპი წარმოადგინა, რომელიც დიზაინის გამო მალევე მიმების მთავარ გმირად იქცა. ამისდა მიუხედავად მის შესაძენად წინასწარი შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
მყიდველი ბევრია
Tesla Cybertruck-ის კომერციული წარმოება მხოლოდ 2021 წელს დაიწყება. ამ ფაქტის გათვალისწინებით წინასწარი შეკვეთების რაოდენობა 146 000-ს გასცდა.
146k Cybertruck orders so far, with 42% choosing dual, 41% tri & 17% single motor
— Elon Musk (@elonmusk) November 23, 2019
შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეკვეთისთვის 100$-იც საკმარისია, რომელთა დაბრუნებაც ელექტროპიკაპის შეძენის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
Cybertruck-ი სამი ვერსიით არის წარმოდგენილი. უმცროსი ერთძრავიანი მოდიფიკაცია, ერთი დამუხტვით 400 კმ-ის გაივლის (39 000 $), ორძრავიანი მოფიციკაცია 482 კმ-მდე დაფარავს (49 000$) და მესამე მოდიფიკაცია 3 ძრავითა და ერთი დამუხტვით 800 კმ-მდე დაფარვის შესაძლებლობით (69 000$).
ილონ მასკის თქმით, წინასწარი შეკვეთების 17% ერთძრავიან მოდიფიკაციაზე, 42% ორძრავიანზე და 41% სამძრავიან მოდელებზე გაფორმდა.