გასულ კვირაში Tesla-ს ირგვლივ მეორად Model S ავტომობილზე ავტოპილოტის ფუნქციის დისტანციურად „გადაუხდელობის“ გამო გათიშვის გამო მორიგი სკანდალი განვითარდა. ისტორია მოსალოდნელი სცენარით გაგრძელდა. ამბის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში Tesla-მ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და ავტომობილის მფლობელს (ADAS) Autopilot-ის ფუნქცია აღუდგინა.
მეორადი Model S-ის მფლობელი ადასტურებს, რომ ავტოპილოტის ფუნქცია მას აღუდგინეს, ხოლო ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი აღნიშნულ შემთხვევას „გაუგებრობას“ უწოდებს, რის გამოც დაზარალებულს ბოდიშს უხდის.
როგორც გამოჩნდა, ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფის დისტანციურ განახლებასაც აქვს საკუთარ უარყოფითი მხარეები.