Telegram-ში, მარტივად დასამახსოვრებელი და სასურველი მომხმარებლის სახელის შეძენა ამიერიდან პლატფორმა Fragment-ის გამოყენებით არის შესაძლებელი. იგი TON ბლოკჩეინის სმარტ კონტრაქტებზე მუშაობს, ხოლო ანგარიშსწორება კრიპტოვალუტა Toncoin-ის მეშვეობით ხორციელდება.
ყველაზე ძვირადღირებული მომხმარებლის სახელი – @casino ამჟამად 63 000 Toncoin ღირს ( დაახლ. 290 000 ლარი). ყველაზე ძვირადღირებულ მომხმარებლის სახელებს შორისაა ასევე @bank, @auto, @fifa და @card.
მომხმარებლის სახელის მინიმალური ღირებულება დამოკიდებულია მის სიგრძეზე. მაგალითად, 4 სიმბოლოსგან შემდგარი სახელის საწყისი ფასი 10 000 Toncoin-ს შეადგენს. მომხმარებლის სახელი გადადის იმ მყიდველის ხელში, რომელიც პირველი ფსონის შემდეგ, 1 კვირის განმავლობაში ყველაზე მეტს გადაიხდის მასში.
აღსანიშნავია, რომ Fragment არ ეკუთვნის მესენჯერს და იგი ცალკე იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომელიც ტელეგრამს ციფრული აქტივების გაყიდვების მოედნად იყენებს. აუქციონში მონაწილეთა სახელები და სხვა პირადი ინფორმაცია არ საჯაროვდება.
ფსონებისთვის თვალის დევნება შეგიძლიათ Telegram-ის ჩატ-ბოტთან @fragment