Tinder-ის შემქმნელი კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, კაილ მილერი ინტერაქტიული სერიალის გამოშვებას აანონსებს.
The Verge-ის ცნობით აღნიშნული სერიალის პირველი სერია ოქტომბერში გამოვა.
სერიალის სახელია „Swipe Night“ და მოგვითხრობს მეგობრების ისტორიას, რომლებიც ქვეყნიერების აღსასრულის პირობებში საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ.
მომხმარებლები სერიალის სიუჟეტის განვითარებას Tinder-ისთვის დამახასიათებელი „სვაიპით“ შეძლებენ.
პროექტი ჯერ-ჯერობით მხოლო აშშ-ს ტერიტორიაზე იქნება ხელმისაწვდომი და 18-დან 25 წლამდე ადამიანებზეა გათვლილი.