ამ კვირის დასაწყისში, ჩინეთმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის საკუთარი ანალოგის, “ტიანგონგი”-ს მშვენებლობა წარმატებით დაასრულა, თუმცა ამ ამბავს ცუდი მხარეც აქვს.
რა ვიცით
კოსმოსში, სადგურის მოდულების მიწოდებას ჩინური რაკეტა March 5B-ის მოდიფიცირებული ვერსია უზრუნველყოფდა, რომელიც ჯამში 20 ტონას იწონის.
შემდეგ კვირაში, რაკეტის ძირითადი საფეხური უკონტროლოდ ჩამოვარდება დედამიწაზე, ვინაიდან დიდი ზომის მეტალის ფრაგმენტების გამო, იგი ატმოსფეროს ჩვეულებრივად გადალახავს.
მსგავსი ინციდენტები Long March 5B-ს წინა სამი გაშვების შემთხვევაშიც მომხდარა. ბოლო მსგავსი შემთხვევისას, ჩინური რაკეტის დიდი ნაწილები 2022 წლის აგვისტოში, ინდონეზიასა და მალაიზიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. უფრო ადრეულ პერიოდში კი, რაკეტის ფრაგმენტები კოტ-დივუარის ერთ-ერთ სოფელში ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არცერთი მსგავს ინციდენტს ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია.