OneUI 2.0 გარსის ბეტა-ვერსიის საშუალებით დეველოპერები Samsung Galaxy S11-ის შესახებ სულ უფრო მეტ ინფორმაციას ასაჯაროებენ.
Samsung Camera-ში 8K გაფართოების ვიდეოგადაღების მხარდაჭერა გამოჩნდა, ასევე აღნიშნულია 20:9 თანაფარდობა. მართალია, გაჟონილ მონაცემებში უცნობი რჩება სმარტფონის მოდელი, თუმცა დიდი ალბათობით, საუბარია Galaxy S11-ზე, რომელმაც წესით მსგავსი თანაფარდობის ეკრანი და 108 მპ-იანი კამერა უნდა მიიღოს.
XDA Developers-ის ენთუზიასტებმა კამერის ახალი ფუნქციებიც შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ სმარტფონი ე.წ Director’s View-ს ანუ რეჟისორის რეჟიმის მხარდაჭერასაც მიიღებს. აღნიშნული რეჟიმი iPhone 11-ის მსგავსად გადაღების პროცესში კამერის მოდულებს შორის ჩვენების გადართვის და ფოკუსის გარკვეულ ობიექტზე შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს.
კიდევ ერთი ფუნქცია — Night Hyperlapse. სავარაუდოდ აქ მხედველობაშია დაჩქარებული ვიდეოგადაღების „ღამის რეჟიმი“.
შეგახსენებთ, რომ Samsung Galaxy S11 მომდევნო წლის თებერვლის თვეში გამოვა.