2021 წლის 8 თებერვალს, Reddit-მა განვითარების ახალი ეტაპი დააანონსა, რომელიც გლობალურად, სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვასა და დაფინანსების რიგით მე-5 რაუნდს ითვალისწინებს. შედეგად, კომპანიამ $250 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის მიმდინარე ღირებულება $6 მილიარდს აღწევს. Reddit 2005 წელს დააფუძნეს, ხოლო დღეს, აღნიშნულ ფორუმს ყოველდღიურად 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს.
Reddit-ში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე პროექტების განხორციელებას გააგრძელებენ, თუმცა გეგმის მიხედვით, კომპანია მრავალმხრივი და შინაარსობრივი, უფრო უსაფრთხო და მიმზიდველი საკომუნიკაციო სივრცის შექმნასაც აპირებს. მოზიდული ინვესტიციით, Reddit ტექსტური კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ასევე ვიდეო/ხმოვანი ზარებისა და პირდაპირი ჩართვების პლატფორმის დამატებას აპირებს. რამდენიმე ხნის წინ, Reddit-მა ხანმოკლე ვიდეოკონტენტის პლატფორმა Dubsmash-იც შეიძინა.
კომპანია ასევე საკუთარი სარეკლამო ბიზნესის გაფართოებასაც გეგმავს. Reddit-ის სარეკლამო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი, 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 90%-ით გაიზარდა.
კომპანია, წელს თანამშრომლების რაოდენობის გაორმაგებასაც აპირებს.