ინსტაგრამის მომხმარებლების დიდი ნაწილი ვერ გადის ავტორიზაციას სოციალურ ქსელში, მომხმარებლების ინფორმაციით ზოგ შემთხვევაში, მათ ანგარიშებზე საგრძნობლად შემცირდა გამომწერთა რაოდენობა, სხვები კი საუბრობენ Instagram-ის მცდარ შეტყობინებაზე, რომლის მიხედვითაც, მათი ანგარიში დროებით შეზღუდულია “წესების დარღვევის” გამო.
მომხმარებლებმა, ინსტაგრამით სარგებლობის ხარვეზები დილიდან შეამჩნიეს. კომპანიის წარმომადგენლები ამ ფაქტს ტვიტით გამოეხმაურნენ და მომხმარებლებს ბოდიში მოუხადეს, შექმნილი დისკომფორტისთვის:
როგორც სხვადასხვა ტექნოლოგიური მედიარესურსები წერენ, პრობლემები iPhone-ის მომხმარებლებთან უფრო ხშირად შეინიშნება.
სასურველია ამ პერიოდში არ დააწვეთ “არ დათანხმების” ღილაკს, თუ მიიღეთ შეტყობინება, რომ თქვენი ანგარიში შეჩერებულია. ამასთანავე, შესაძლოა მიიღოთ მეილები, ანგარიშის აღდგენასთან და სხვა მსგავსი შინაარსის ინფორმაციასთან დაკავშირებით — დიდი ალბათობით ესეც საფრთხის შემცველია. ამიტომ დაველოდოთ Instagram-ის ოფიციალურ პასუხს.