Microsoft-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებშიც ხელმისაწვდომი იქნება Dynamics 365 Business Central SaaS ვერსია. საქართველო ამ ქვეყნების რიცხვს 2022 წლის ნოემბრიდან შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალფუნქციური ERP გადაწყვეტილების გამოყენება უკვე ღრუბლოვან სისტემაშია შესაძლებელი.
Microsoft-ის 18 ოქროს კომპეტენციის მქონე პარტნიორი საქართველოში – SMART business, წარმოგიდგენთ Dynamics 365 Business Central-ის ბაზაზე არსებულ ლოკალიზაციის პროდუქტს, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსთან.
SMART Localization გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ბიზნესის წარმოებას ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და ითვალისწინებს სამართლებრივი ჩარჩოს თავისებურებებსა და ცვლილებებს. მეტი კომფორტისთვის SMART business კლიენტებს სთავაზობს გადაწყვეტილებას, ქართული ინტერფეისით რომელიც თავის მხრივ ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის პორტალთან.
კომპლექსური მომსახურებისთვის სისტემა შედგება სპეციფიკური დანიშნულების მოდულებისგან, რომელთა რიცხვს განეკუთვნება ფინანსური, გაყიდვებისა და მარკეტინგის, შესყიდვებისა და დაგეგმვის, მარაგებისა და საწყობის, ძირითადი საშუალებების, ბანკისა და სალაროს, საბუღალტრო ანგარიშგების, რეგლამენტირებული და მენეჯმენტის რეპორტინგის, ხელფასისა და პერსონალის აღრიცხვის მოდულები.
ლოკალიზაციის პროექტის ფარგლებში SMART business Georgia-მ უზრუნველყო საქართველოს ბანკის API სერვისების ინტეგრაცია. მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ ERP სისტემიდან განახორციელონ საბანკო ოპერაციები და რეკონსილაცია. გარდა ამისა ფუქნციონალი მოიცავს ინტეგრაციის საშუალებას ეროვნულ ბანკთან კურსების იმპორტის მიზნით და სრულ ინტეგრაციას თიბისის და საქართველოს ბანკებთან.