ProductTank წარმოადგენს ღონისძიებების ყოველთვიურ სერიას, რომელიც პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპების დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებს და ყველა იმ ადამიანს მასპინძლობს, ვისაც პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ უფრო მეტის გაგება სურს. ProductTank-ის პირველი შეხვედრა 2010 წელს, ლონდონში გაიმართა და დღეს უკვე 200-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის თბილისში ტარდება.
მომდევნო ProductTank შეხვედრა ოთხშაბათს, 31 მარტს, საღამოს 20:00-ზე ჩატარდება, სადაც მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ თემაზე: “პროდუქტების მენეჯმენტი, როგორც პროფესია”.
სპიკერები ისაუბრებენ იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო პროდუქტ-ოუნერი (Product Owner), პროდუქტის დიზაინერი, UI/UX დიზაინერი, როგორია ამ პროფესიის ადამიანების სამუშაო დღე, კვირა, თვე და რა პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული მათი საქმიანობა.
სპიკერები
- ნანა გიგლემიანი — პროდუქტის დიზაინერი, Algolia
ნანა 2017 წლიდან, სხვადასხვა პროდუქტების UX დიზაინზე, ინფორმაციის ვიზუალიზაციასა და არქიტექტურაზე მუშაობს. ამჟამად ის Algolia-ში მუშაობს. Algolia ქმნის Search API-ს და ძიებასთან დაკავშირებულ ხელსაწყოებს, რათა ნებისმიერ კომპანიას და პროდუქტს საშუალება მისცეს, ჰქონდეთ სწრაფი, რელევანტური და მარკეტის შესაბამისი საძიებო სისტემა.
გამოსვლის თემა:
1. რა არის დიზაინ პროექტი, პროდუქტის კონტექსტში
2. დიზაინ პროექტის მსვლელობა და ეტაპები
3. საჭირო “მაინდსეტი” პროექტის მსვლელობისას - ტატო მამულაშვილი — პროდუქტის დიზაინერი
ტატოს ლიდერშიფსა და პროდუქტის დიზაინში დიდი გამოცდილება აქვს. მრავალფეროვან და განსხვავებულ პროდუქტებზე მუშაობისას, ტატო თითოეულ მათგანში მაქსიმუმს დებს. იგი შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლობდა და პარალელურად, დიზაინის შესწავლაც დაიწყო. იგი სწრაფად განვითარდა ამ მიმართულებით და 6-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ბევრ საინტერესო პროექტს და ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობას, როგორებიცაა Adjaranet.com, Credo Bank, Feedc.com, yoreevo და სხვა. გარდა ამისა, ტატო ფრილანსერად საერთაშორისო პროექტებზეც მუშაობს.
გამოსვლის თემა:
პროდუქტის მენეჯმენტი და გუნდის მართვა, გუნდთან კომუნიკაცია და საერთო მიზნების დასახვა. პროდუქტის დიზაინერის როლი, პროდუქტის შექმნა და პროექტზე მუშაობის პრინციპები. რჩევები დამწყებებს და მისი პირადი გამოცდილების გაზიარება. - გუა ტაბიძე — Front-End პროდუქტების ხელმძღვანელი (Front-end PO), Adjarabet.com
გუა Adjarabet.com-ში გატაცებულია იმით, რომ სიღრმისეულად ჩაწვდეს თუ რატომ იყენებენ მომხმარებლები პროდუქტ(ებ)ს ისე, როგორც იყენებენ და როგორ შეუქმნას მოტივაცია ან დაარწმუნოს ისინი, რომ უფრო ხშირად შეიქმნან პასუხისმგებლიანი გართობის გამოცდილება.
გამოსვლის თემა:
მენეჯმენტის სხვადასხვა მოდელები:
ა) აუქციონისტი /მთარგმნელი
ბ) “ბექლოგის” ხელმძღვანელი
გ) კონტექსტის შემქმნელი / კატალიზატორი
ასევე, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს შედეგები ა, ბ ან გ მიდგომის გამოყენებისას და როგორ შეიძლება ეფექტურად გადანაწილდეს პროდუქტის მენეჯმენტის დრო ა, ბ ან გ სცენარების შემთხვევაში. - ნინო დარახველიძე — ციფრული პროდუქტების მენეჯერი, საქართველოს ბანკი
ნინოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება 20 წელზე მეტს ითვლის. ბოლო 5 წლის განმავლობაში, მას საქართველოს ბანკში პროექტებისა და პროდუქტების მართვასთან დაკავშირებული სხვადასხვა პოზიცია ეკავა.
გამოსვლის თემა:
1 პროდუქტი — 3 პერსპექტივა/PO-ს 1 დღე საქართველოს ბანკში. დიდ პროექტებზე, სხვადასხვა პოზიციიდან მუშაობის განსხვავებული ასპექტები, პროდუქტის მფლობელის პოზიციის გამოწვევები და უპირატესობები.
გამოსვლების და პანელური დისკუსიის შემდეგ, Zoom-დან და ფეისბუქ ლაივიდან, ღონისძიების სტუმრები პლატფორმა Wonder-ზე გადაინაცვლებენ, სადაც მათ ვირტუალური ნეთვორქინგის საშუალება ექნებათ.
ღონისძიებაზე დასწრება სრულიად უფასოა და მხოლოდ წინასწარ რეგისტრაციას საჭიროებს.
ღონისძიება ხორციელდება Tbilisi StartUp Bureau-ს მიერ, აჭარაბეთის, WiFisher-ის და GIFFER-ის პარტნიორობით.