PayPal მერჩანტებისთვის გადახდების მიღებას ამარტივებს. საუბარია Apple-ის Tap to Pay ტექნოლოგიის მხარდაჭერაზე PayPal-სა და Venmo-ს iOS აპლიკაციებში, რაც იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო ობიექტებს გადახდების მიღება უკონტაქტო საკრედიტო და სადებეტო ბარათების გარე წამკითხველის გარეშე შეეძლებათ.
Tap to Pay ტექნოლოგია მიმდინარე წლის თებერვალში დაანონსდა. PayPal-სა და Venmo-ს აპებთან ინტეგრაცია, შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდეს Apple-ის უკონტაქტო ტექნოლოგიის დანერგვის ნაწილში. PayPal ამ ნაბიჯით კონკურენციას გაუწევს Square-ს, რომელსაც Tap to Pay-ის მხარდაჭერა უკვე სექტემბრიდან აქვს.
PayPal-ის 2022 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, PayPal-სა და Venmo-ს უკონტაქტო გადახდების ტექნოლოგიის მხარდაჭერა მალე დაემატება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის PayPal-ის ერთადერთი ნაბიჯი Venmo-ს განვითარების გზაზე. ცნობილია, რომ Venmo როგორც გადახდის სერვისი Amazon-ზე ნომბრის ბოლოს გამოჩნდება.