AWS-დან “გაგდების” შემდეგ, სოციალური ქსელი Parler-ს ბევრი ურჩევდა გადასულიყო რუსულ ჰოსტინგზე, სადაც “არსებობს სიტყვის ნამდვილი თავისუფლება”. ხუმრობა იქეთ იყოს და Parler-მა ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
უსაფრთხოების ექსპერტებმა შეამჩნიეს, რომ parler.com-ის IP მისამართი 190.115.31.151 ეკუთვნის DDoS-Guard, რომელსაც Cloudflare-ის რუსულ ექვივალენტსაც ეძახიან.
აღნიშნული ჰოსტინგ პროვაიდერი დონის როსტოვშია დარეგისტრირებული:
შეგახსენებთ, რომ DDoS-Guard-ს ხშირად იყენებენ ფიშინგ დომენებისთვის და კიბერდანაშაულისთვის განკუთვნილი ფორუმებისა და სერვისებისთვის. აღსანიშნავია, რომ DDoS-Guard-ის ჰოსტინგზეა განთავსებული ორგანიზაცია “ჰამასის” სერვისი, რომელიც 20 წელწიადზე მეტია, რაც ევროკავშირსა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.