ყველაფერი შეუძლებელია, სანამ შესაძლებელი არ გახდება. პარალიზებული ადამიანებისთვის არსებული ექსპერიმენტალური პროექტები ითვალისწინებდნენ ტვინში იმპლანტის ინვაზიურ ჩაკერვას, რაც დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. ახლა კი სრულიად ახალი რეალობის წინაშე დავდექით, სადაც მსგავსი ქმედება ზედმეტი ქირურგიული ჩარევის გარეშეც მიიღწევა.
Synchron-ის აპარატი აღჭურვილია სენსორებით, რომელიც ტვინის უჯრედებს სიხლძარღვების მეშვეობით უკავშირდება. ამის მიღწევა მინიმალური ინვაზიური მეთოდითაა შესაძლებელი. სენსორების ტვითან დაკავშირების შემდეგ, ხდება ინფორმაციის უსადენო მეთოდით გადაცემა მცირე ზომის მიმღებთან.
Synchron Switch მანქანური დასწავლის მეთოდით მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ თავიდან მას მარტივი ბრძანებების შესრულება შეუძლია, ხოლო დროთა განმავლობაში Switch უკვე უფრო კომპლექსურ წინადადებებსაც “წაიკითხავს”.
აპარატი წარმატებით გაიტესტა iPad-სა და iPhone-ზე.