OpenAI-მ, ნეიროქსელი DALL-E-ის API აპლიკაციების დეველოპერებისთვის, ბეტა-ტესტირების ფარგლებში გამოაქვეყნა. კომპანიის თქმით, მას 3 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, ხოლო ნეიროქსელი, დღეში 4 მილიონ სურათს ამუშავებს.
დეველოპერების განმარტებით, DALL-E-ის მოქნილობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად დაამუშაოს სურათები და ნახატები. DALL-E ბუნებრივი ენით გადმოცემულ აღწერას მარტივად აღიქვამს. ნეიროქსელის API-ის განვითარებასთან ერთად, მასში რეგულარულად აუმჯობესებენ გამოსახულების ხარისხს, მასშტაბირების უნარსა და სხვა მახასიათებლებს.
OpenAI-ს თქმით, DALL-E საუკთარ პროდუქტებში უკვე ჩააშენა რამდენიმე კომპანიამ. მათ შორისაა Microsoft, რომელიც ნეიროქსელს გრაფიკული დიზიანის პროგრამა Designer-ში იყენებს. გარდა ამისა, DALL-E-ს ინტეგრაცია მალე ბრაუზერ Edge-სა და საძიებო სისტემა Bing-ში, Image Creator გაფართოების სახით გამოჩნდება.
ნეიროქსელი უკვე ჩაშენებულია დიზაინერების პლატფორმა Cala-ში. იგი აერთიანებს დაპროექტების მთელს პროცესს — პროდუქტის იდეიდან, ელექტრონული კომერციისა და შეკვეთის დამუშავებამდე. Cala-ს ახალი ინსტრუმენტები DALL-E-ის ბაზაზე მომხმარებელს დიზაინერული იდეების გენერირების გამარტივებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.
OpenAI-მ DALL-E 2 აპრილში წარმოადგინა. ივლისიდან კი, კომპანიამ ნეიროქსელის გამოყენებაზე წვდომა 1 მილიონამდე მომხმარებელს გაუხსნა და ნაწილობრივ ფასიანი სისტემა შემოიღო.
სექტემბრის თვეში, OpenAI-მ წარმოადგინა DALL-E-ს ახალი ფუნქცია, სახელად Outpainting, რომელსაც საწყისის სურათის ფონის დასრულება და ახალი კომპოზიციის განვითარება შეუძლია.