Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2019 წელს RTX-ის გარეშე ვიდეობარათის შეძენა ყველაზე დიდი უგუნურებაა. ამისდა მიუხედავად ვიდეობარათების უმსხვილესი მწარმოებელი არ ჩერდება და მაინც ქმნის ახალ ბიუჯეტურ და საშუალო ბიუჯეტურ ვიდეობარათებს. ოქტომბერში კომპანია GTX 1660 Super და 1650 Ti-ს გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რესურსი Videocardz-ი ავრცელებს.
Nvidia GTX 1660 Super-მა GTX 1660-ის მსგავსად ბირთვის სახით TU116-300 მიიღო. მახასიათებლებიდან ცნობილია, რომ ვიდეობარათი 1408 CUDA-ბირთვს, 80 ტექსტურულ და 48 რასტერიზაციის ბლოკს მიიღებს. Super ვერსიის ძირითადი განსხვავება ვიდეობარათის მეხსიერების დიზაინშია. GTX 1660 Super-ი განკარგულებაში 6 გბ-იან და 14 გბიტ/წმ სიჩქარის მქონე GDDR6-მეხსიერებას მიიღებს. გამტარუნარიანობა — 336 გბ/წმ. GTX 1660 Ti-ს აქვს იგივე 6 გბ-იანი GDDR6 მეხსიერება, რომლის სიჩქარე შეადგენს 12 გბიტ/წმ. GTX 1660-მა კი GDDR5 ტიპის მეხსიერებას მიიღებს.
გარკვეულ შემთხვევებში GTX 1660 Super-ის წარმადობა AMD Radeon RX 590-ს 15%-ით აღემატება.
GTX 1660 Super-ის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია. GTX 1660-ის რეკომენდებული ფასი $229-ს შეადგენს მაშინ, როცა Ti-ვერსიაში კომპანია $249-ს ითხოვს. არაა გამორიცხული, რომ Nvidia-მ GTX 1660 გაყიდვებიდან მალევე მოხსნას.
ფასის უფრო დაბალ სეგმენტში კი კომპანია GTX 1650 Ti-ს წარმოადგენს. ამჟამად ვიდეობარათის მახასიათებლები დადასტურებული არაა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 4 გბ-იან GDDR5 მეხსიერებასთან ერთად 1024 CUDA-ბირთვს, 32 რასტერიზაციის და 64 ტექსტურულ ბლოკს მიიღებს. GTX 1650-ის მსგავსად 1650 Ti 75 ვტ-იან TDP-ს მიიღებს, რაც დამატებითი ელ.კვების საჭიროებას მოხსნის (გაყიდვაში ხელმისაწვდომი იქნება 6-პინიანი კვების მქონე ვარიანტიც).
წყაროს ცნობით GTX 1650 Ti-ს რეკომენდებული ფასი $150-მდე იქნება. წარმადობის მხრივ GTX 1650 Ti-მ წარმადობით AMD RX 570-ს უნდა აჯობოს.
ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მომდევნო თვე საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც არ სურს ახალ გრაფიკაში ბევრი ფულის გადახდა. თუ გეგმავთ ახალი ვიდეობარათის $ 150-250-ის ფარგლებში შეძენას, მაშინ კარგი იქნება თუ ცოტა მოიცდით და დაელოდებით AMD-სა და Nvidia-ს ახალ შემოთავაზებებს.