Netflix-ი ბილ გეიტსის შესახებ დოკუმენტური ფილმის რელიზისთვის ემზადება. Insider Bill’s Brain: Decoding Bill Gates სამი ნაწილისგან შემდგარი ფილმი Windows-ის მამის, Microsoft-ის დამაარსებლის, ფილანტროპისა და პლანეტის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანის წარსული, აწმყო და მომავალი ცხოვრების შესახებ მოგვითხობს.
ფილმი Microsoft-ის დაარსების და განვითარების, Apple-თან კონკურენციის, კომპანიიდან წასვლისა და ადამიანების პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯების ეპიზოდებს მოიცავს. მაყურებლები ასევე გაიგებენ ბილის ცხოვრების ისეთ დეტალებს, როგორებიცაა მისი საყვარელი ცხოველი, საკვები და ყველაზე დიდი შიში.
Insider Bill’s Brain-ი 20 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.