მსოფლიოში სულ უფრო მეტი კომპანია გადადის COVID-19-ის სავალდებულო ვაქცინაციის სტრატეგიაზე. Netflix კი ჰოლივუდის პირველი მსხვილი სტუდიაა, რომელმაც საკუთარი თანამშრომლებისთვის და მსახიობებისთვის აცრა სავალდებულო გახადა.
გასულ კვირაში, Netflix-მა შესაბამისი პროტოკოლები უკვე შეათანხმა ჰოლივუდის პროფკავშირებთან და მსხვილ სტუდიებთან. პორტალ Deadline-დან ვიგებთ, რომ შეთანხმება პროდიუსერებს ანიჭებს უფლებას გაატაროს სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკა მსახიობებისთვის და გადამღები ჯგუფისთვის, რომელიც “A ზონაში” მუშაობს. მარტივად რომ ვთქვათ ვაქცინაცია სავალდებულო იქნება მსახიობებისთვის და გადასაღები მოედნის თანამშრომლებისთვის, ვინც მსახიობებთან უშუალო კონტაქტში იმყოფება.
Netflix ამ პოლიტიკის გატარებას, აშშ-ს ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით გეგმავს. კომპანიას სურს, რომ გამონაკლისები მინიმუმამდე დაიყვანოს, რაც შემოიფარგლება სამედიცინო, რელიგიური, ასაკობრივი ფაქტორებით. გამონაკლისები საწყის ეტაპზე შეეხება ასევე იმ ფილმებს, რომელთა გადაღებებიც უკვე დაწყებულია. კომპანიის მიმართ ასევე გაჟღერდა მოწოდებები, რომ სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკა”A ზონის” მიღმაც უნდა გავრცელდეს.
იგივე მიდგომა აირჩია NBCUniversal-მაც. მობილური კლინიკა პირდაპირ გადასაღებ მოედანზე გაიხსნა. მემორანდუმის თანახმად, სტუდიის ხელმძღვანელობა “A ზონაში” მოსულ თანამშრომლებს აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას სთხოვს.
სავალდებულო ვაქცინასიის პროცესს სატრანსპორტო კომპანიებიც უერთდებიან, მათ შორის პირველია – Lyft.
Netflix-ამდე სავალდებულო ვაქცინაციის პოლიტიკის გატარება დაიწყეს Alphabet-ამ და Facebook-მა.