Microsoft Teams-ში ზარების, მოწყობილობებს შორის გადართვის ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია სერვისის სამაგიდე და მობილურ კლიენტებში.
ზარის გადართვის ფუნქცია გაძლევთ საშუალებას გადართოთ Teams-ის მიმდინარე ზარი (მაგ. PSTN, VoIP ან ჯგუფური ზარი) სხვა მოწყობილობაზე ან ჩაამატოთ ახალი მოწყობილობა მიმდინარე შეხვედრაზე. სიახლის მიზანია უზრუნველყოს შეუფერხებელი ჰიბრიდული სამუშაო გარემო ხარისხის დაკარგვის გარეშე.
იმისთვის, რომ გამოიყენოთ აღნიშნული ფუნქცია, საჭიროა ორ ან მეტ სხვადასხვა მოწყბობილობაზე იყენებდეთ MS Teams-ის ერთი და იგივე ანგარიშს. პირობითად, თუ უკვე მონაწილეობთ შეხვედრაში ლეპტოპიდან, ამავე შეხვედრაში სმარტფონიდან შესვლისას, აპლიკაცია შემოგთავაზებთ ზარის გადმორთვას სმარტფონზე ან მის მეორე მოწყობილობად დამატების შეხვედრაში.