კორპორატიული საკომუნიკაციო/კოლაბორაციის პლატფორმა, Microsoft Teams-ის ყოველთვიური აუდიტორია 250 მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა.
2021 წლის აპრილის თვეში, როცა კომპანიამ Teams-ის აქტიური მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნდა, მაშინ მათი რაოდენობა ყოველდღიურად 145 მილიონს აღწევდა. თუმცა მოგვიანებით, სისტემა გაზომვის ახალ, ყოველთვიურ მეთოდიკაზე გადავიდა, რამაც, აღნიშნული რიცხვი გაზარდა.
კორპორაცია მაიკროსოფტის, კორპორატიული კომუნიკაციების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, ფრენკ შოუს განცხადებით, Teams-ს, საკუთარ სმარტფონებზე 80 მილიონი აქტიური მომხმარებელი იყენებს, ხოლო განხორციელებული ზარების რაოდენობა ყოველთვიურად მილიარდს აღწევს. შოუს მონაცემებით, 124 კომპანიას, თითოეულში 100 000-მდე Teams-ის მომხმარებელი ყავს.
MS Teams-ის ინტეგრაცია Microsoft 365-ის კომერციულ ლიცენზიებთან დიდ როლს თამაშობს კორპორატიული საკომუნიკაციო პლატფორმის განვითარებაში. გარდა ამისა, პლატფორმის თავსებადობა სხვადასხვა სერვისებთან, როგორებიცაა Dynamics და SharePoint, ხელს უწყობენ მისი გამოყენების პრაქტიკას კორპორატიულ გარემოში.