ბოლო მოვლენების შედეგად Microsoft Teams-ის მომხმარებელთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და ჯამში სერვისს უკვე 44 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი ყავს.
ორშაბათს უპრეცედენტო ზრდის გამო Microsoft Teams-ი ვერ გაუმკლავდა დატვირთვას და გაითიშა, თუმცა ამჟამად სერვისი გამართულად მუშაობს.
დღეს, MS Teams-ი აქტიურად გამოიყენება ონლაინ სწავლებისა და დისტანციური მუშაობისთვის. გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად კომპანია Microsoft-ი სერვისში ახალ შესაძლებლობებს აანონსებს.
ხმაურის დახშობა
კორპორაცია Microsoft-ი წლის ბოლომდე ონლაინ შეხვედრებისას რეალურ დროში ხმაურის დახშობის შესაძლებლობას დაამატებს. ეს ნამდვილად საჭირო სიახლეა განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში გყავთ ბავშვები და ცხოვებელები ან თუნდაც მაშინ, როცა თათბირის დროს ცდილობთ ჩუმად მიირთვათ ხრაშუნა ჩიფსი.
კორპორაცია მაიკროსოფტი ფონური ხმაურის ავტომატურ მოშორებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახერხებს, რომელიც მიკროფონზეა ფოკუსირებული და აიგნორებს ირგვლივ არსებულ ხმაურს.
ხელის აწევა
წლის ბოლომდე MS Teams-ს დიდი ონლაინ ღონისძიებებისთვის „ხელის აწევის“ ფუნქცია დაემატება, რათა ლექციამ თუ სამუშაო შეხვედრამ მეტად ორგანიზებულ გარემოში ჩაიაროს. ეს დაგეხმარებათ კითხვის დასმის ან აზრის გამოთქმის სურვილი უფრო „ჩუმად“ დააფიქსიროთ.
სხვა სიახლეები
- წვდომა ბოლოს განახლებულ ინფორმაციასთან (კალენდარი, ჩატები, განახლებები) და შეტყობინებების გაგზავნა ინტერნეტის გარეშე. ინფორმაცია ყველასთან განახლდება ინტერნეტთან დაკავშირებისთანავე.
- ჯგუფების (Teams) მონაწილეთა რაოდენობა 5000-დან 10 000-მდე გაიზარდა
- ინდივიდუალური ჯგუფური ჩატები 250 მონაწილესთან ერთად
- Teams და Skype-ს შორის ჩატისა და ზარების ინტეგრირებული მხარდაჭერა
- თანამშრომლების განრიგის შედგენა/გაფილტვრა
- ჯავშნების სისტემის ინტეგრირება (Bookings) სამედიცინო დაწესებულებებისთვის და სხვა მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის.
ყველა სიახლე წლის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი.