Microsoft Edge თავდაპირველად Windows 10-ის ექსკლუზივს წარმოადგენდა, რაც ბრაუზერს Google Chrome-თან არათანაბარ პირობებში აყენებდა. 2017 წელს Microsoft Edge ჯერ Android-ზე და შემდეგ iOS-ზეც გამოჩნდა. მოგვიანებით კი Microsoft-მა უარი თქვა საკუთარი ბრაუზერის Edge HTML ძრავზე განვითარება და Chromium-ზე გადავიდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად Edge ჯერ Windows 8.1 / 7 -ზე და შემდეგ macOS-ზეც კი გამოვიდა. დღეს ერთადერთი დანამედროვე ოპერაციული სისტემა, რომელზეც Edge არ გვხვდება Linux-ია.
Microsoft Edge-ის პროგრამულმა მენეჯერმა საკუთარ Twitter ანგარიშზე Edge-ის Linux-ზე გამოშვება ოფიციალურად დააანონსა. ამისთვის კომპანიას სხვა დეველოპერების დახმარება ესაჭიროება. შონ ლარკინმა გამოქვეყნა კითხვარი, რომლის შედეგები კომპანიას ბრაუზერის Linux-ზე გადატანისას ამ ეკოსისტემის მომხმარებლების გამოცდილების გათვალისწინებაში დაეხმარება.
ამჟამად Chromium-ის ძრავზე მომუშავე ბრაუზერი Edge მომხმარებლებისთვის საცდელი ვერსიის სახით Canary, Dev და Beta არხებზე არის ხელმისაწვდომი. ფინალური რელიზის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ Edge-ის Beta ვერსია საკმაოდ სტაბილურია.
Microsoft Edge-ის გადმოწერა ოფიციალური საიტიდან.
Microsoft Edge-ის გადმოწერა Google Play Store-დან.
Microsoft Edge-ის გადმოწერა Apple App Store-დან.