Power Toys — 2019 წელს აღდგენილი ხელსაწყოების კრებული, რომელიც თავდაპირველად Windows 95 და Windows XP-ში გვხვდებოდა. აღნიშნული კრებული ფაილებთან მუშაობის გამარტივებისთვის და სტანდარტული ფუნქციონალის გაფართოებისთვის გამოიყენება.
ახალ PowerToys 0.12-ში მთავარ სიახლედ ფუნქცია Smart Rename იქცა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს რამდენიმე ფაილისთვის სახელის ერთიანი შეცვლის შესაძლებლობა ეძლევა.