აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ კომპანია Microsoft-ზე Huawei-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტის ნებართვა გასცა, რის შედეგადაც ამერიკულ კომპანიას საკუთარი სერვისების, ოპერაციული სისტემისა და აპლიკაციების ჩინურ კომპანიაზე გაყიდვის შესაძლებლობა ეძლევა. შეგახსენებთ, რომ კომპანია Microsoft-ი სხვა ამერიკულ კომპანიებთან ერთად იძულებული იყო გაეწყვიტა სავაჭრო ურთიერთობები ჩინურ კომპანიებთან დონალდ ტრამპის მიერ ჩინური კომპანიებისთვის დაწესებული სანქციების გამო.
კომპანია Microsoft-ის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა თუ რომელ პროგრამულ უზრუნველყოფაზეა საუბარი. დიდი ალბათობით Huawei-ს ამიერიდან Windows-ის და Office-ის ლიცენზიების შესყიდვის შესაძლებლობა აქვს. ჩინურმა კომპანიამ უკვე რამდენჯერმე გადადო საკუთარი ლეპტოპების ანონსი Windows-ის გამოყენების შეზღუდვის გამო.
სანქციების დაწესების შედეგად გარკვეული დროის განმავლობაში Huawei-ს ლეპტოპები Microsoft-ის მაღაზიებიებში გაყიდვებიდან ამოიღეს.