კომპანია Microsoft-მა 35 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად უმსხვილესი სპამ-სისტემა Necurs-ი გაანადგურა, რომელმაც ბოლო 9 წლის განმავლობაში 9 მილიონი კომპიუტერი დააინფიცირა. აღნიშნული ბოტნეტი 60 დღის განმავლობაში 3,8 მილიონ სპამ-შეტყობინებას აგენერირებდა.
Necurs-ის გასანადგურებლად პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა სისტემის მუშაობის მეთოდები შეისწავლა, რითაც ბოტნეტი სპეციალური ალგორითმის გამოყენებით ახალ დომენებს აგენერირებდა. ამის შედეგად სპეციალისტებმა მომდევნო 25 თვის განმავლობაში ახალი 6 მილიონი დომენის შექმნის ალბათობა გამოთვალეს, შეატყობინეს ამის შესახებ ბოტნეტისთვის საჭირო რესურსების მფლობელებს ამის და დაგეგმილი კიბერშეტევები ჩაშალეს.
აღსანიშნავია, რომ Necurs-ის განეიტრალებას კომპანია 2012 წლიდან ცდილობდა. ამ დროის განმავლობაში სპამ-სისტემა ავრცელებდა GameOver Zeus ტიპის მავნე პროგრამებს, ახორციელებდა თაღლითურ ოპერაციებს ფასიანი ქაღალდების მოსაპოვებლად, ავრცელებდა ფალსიფიცირებულ ფარმაცევტულ დოკუმენტაციას და სხვა.
სამართალდამცავი ორგანოები ირწმუნებიან, რომ Necurs-ი რუსი ჰაკერების მიერ არის შექმნილი.
აშშ-ს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, Microsoft-მა ბოტსისტემის ინფრასტრუქტურის ამერიკულ ნაწილზე სრული კონტროლი მოიპოვა, დაბლოკა ახალი დომენების რეგისტრაცია და დაიწყო ინტენსიური მუშაობა ინტერნეტ პროვაიდერებთან მომხმარებლების კომპიუტერებიდან Necurs-ის მიერ დაყენებული მავნე პროგრამების წაშლის მიმართულებით.