კომპანია Microsoft-მა საკუთარ YouTube არხზე Python-ზე პროგრამირების უფასო სასწავლო კურსი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაცია Microsoft-ის პროგრამირების მიმართულების უფროსმა მენეჯერმა, კრისტოფერ ჰარისონმა საკუთარი ბლოგის საშუალებით გაავრცელა.
რამდენიმე დღის წინ Microsoft Developer-ის YouTube არხზე გამოქვეყნდა დასაკრავი სია „Python-ი დამწყებთათვის“, რომელშიც კომპანიამ თავი მოუყარა 44 სასწავლო რგოლს. დასაკრავი სიის აღწერაში ნათქვამია, რომ კურსი მსურველებს დაეხმარება დაიწყონ აღნიშნული პროგრამირების ენის შესწავლა და საფუძველს ჩაუყრის Python-ის სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობას.
„შესაძლოა თქვენ უკვე დაინტერესებულხართ Python-ით. დიდი ალბათობით აღნიშნული ენის პოპულარობა და მოქნილობა მოგეწონათ. Python-ის საშუალებით თქვენ ნებისმიერი ფორმისა და ზომის გადაწყვეტილებები შექმნა შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ ვებ-დეველოპმენტზე, გაიმარტივოთ ცხოვრება ავტომატიზაციის გამოყენებით ან თუნდაც გადადგათ პირველი ნაბიჯები Machine Learning-ის მიმართულებით. ის დრო, როცა თქვენი კარიერა მხოლოდ ერთი პროგრამირების ენით შემოიფარგლება უკვე წარსულშია“— წერს ჰარისონი.
IEEE Spectrum-ის ბოლო რეიტინგის მიხედვით Python-ი დეველოპერებში ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენაა, რითაც ის 11 პარამეტრით უსწრებს Java-ს, C/C++-ს, JavaScript-ს, R-ს, HTML-ს, C#-ს, Matlab CSS-ს, Go-ს და სხვებს.