კომპანია Microsoft-მა Windows Insider პროგრამის „ადრეული წვდომის“ არხში მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება, რომელიც ახალი ფუნქციების ტესტირების ერთგვარ ბეტა არხად გარდაიქმნება.
ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფუნქციები, რომლებიც გაიტესტება „ადრეული წვდომის“ არხში შესაძლოა აღარ მოხვდეს ფინალური განახლების ანაწყობში. ცვლილება ძალაში 19536 ანაწყობიდან შევიდა, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გახდა ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ახალი ანაწყობის ტესტირებისთვის კომპანია დიდი ალბათობით Release Preview არხს გამოიყენებს.
აღნიშნული ცვლილებების შედეგად კომპანიას უფრო მეტი დრო ექნება ახალი ფუნქციების დასამუშავებლად Windows 10-სა და Windows 10 X-ზე.
უფრო ზუსტად კი, ცვლილებები ძირითადად ახალ ოპერაციულ სისტემას უკავშირდება, რომელიც მხოლოდ ახალი ტიპის მოწყობილობებზეა გათვლილი. „ადრეული წვდომის“ და უშუალოდ ოპერაციული სისტემის ტესტირების არხის ერთმანეთისგან გამიჯნვა Microsoft-ს უფრო მეტ ადგილს უტოვებს ექსპერიმენტებისთვის, რომლებიც ახალი ოპერაციული სისტემის ფუნქციურ ნაწილს უკავშირდება.