შოუ Inside Xbox-ის დროს Microsoft-ის წარმომადგენლებმა ოქტომბრის თვიდან სმარტფონებზე Project xCloud-ის საჯარო ტესტირების დაწყება დააანონსეს. ვინაიდან პროექტი ამჟამად ადრეული ტესტირების ეტაპზეა, პროგრამაში მონაწილეობა ყველას არ შეუძლია. Project xCloud-თან წვდომას თავდაპირველად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე მცხოვრები გეიმერები მიიღებენ. ამასთან ერთად თამაშების ტრანსლირების სერვისი ჯერ მხოლოდ Android-ზე გამოვა. ტესტირებაში მონაწილეობის „ბილეთს“ მხოლოდ ის მომხმარებლები მიღებენ, ვინც აღიშნული სერვისის ტესტირების პროგრამაში წიანსწარ დარეგისტრირდა. ცხადია, მოგვიანებით ტესტერების რაოდენობა სერვისის განვითარებასთან ერთად გაიზრდება.
Project xCloud-ის ტესტირების პირველი ტალღის დროს პროგრამაში ჩართული მომხმარებლები მხოლოდ Halo 5: Guardians, Gears 5, Killer Instinct და Sea of Thieves-ის თამაში შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშების შეძენა Project xCloud-ის ტესტირების დროს საჭირო არ იქნება.
Project xCloud-ის ტესტირება მხოლოდ Android 6.0-ზე მომუშავე და Bluetooth 4.0-ის მხარდაჭერის მქონე პლანშეტებსა და კომპიუტერებზე იქნება შესაძლებელი. ასევე საჭირო იქნება გქონდეთ Microsoft-ის ანგარიში და Xbox One-ის Bluetooth კონტროლერი. თამაშის ტრანსლირებისთვის თქვენ აპლიკაცია Microsoft Game Streaming დაგჭირდებათ, რომელიც Android-ზე უახლოეს კვირების განმავლობაში გამოვა.