Amazon, Apple და Facebook-ის შემდეგ პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესმა მწარმოებელმა ოფიციალურად დაადასტურა ჟურნალისტების ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია საკუთარი მომხმარებლების საუბრებს იწერდა.
Microsoft-ის სამომხმარებლო შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ Cortana-სთან და Skype-თან მუშაობის დროს შესაძლოა მომხმარებლების საუბრები მონაცემების ანალიზისა და პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით იწერებოდეს.
Microsoft-ის კონფიდენციალობის პოლიტიკის განახლებულ დოკუმენტში კი ჩამატებულ იქნა პუნქტი, რომელიც ადასტურებს ფაქტს, რომ მომხმარებლების საუბრებს ხელოვნური ინტელექტის გარდა ჩვეულებრივი თანამშრომლებიც ამუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ კორპორაცია Microsoft-ს შექმნილი აქვს სპეციალური ონლაინ-სერვისი, რომლის გამოყენებითაც თქვენ ყველა ჩანაწერის წაშლის შესაძლებლობა გეძლევათ.