Meta-ს განცხადებით, ინსტაგრამზე NFT-ების შექმნისა და გაყიდვის ფუნქციის ტესტირება უკვე დაიწყო. თავდაპირველად ამ შესაძლებლობას აშშ-ში მცხოვრებ კრეატორთა მცირე ჯგუფი მოსინჯავს.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ, ინსტაგრამზე NFT-ების გაზიარებისა და გამოჩენის ფუნქცია 100-ზე მეტ ქვეყანაში უკვე ჩაუშვა. ინსტაგრამზე, NFT ჩვენებისა და გაყიდვის ინსტრუმენტის მხარდაჭერა Ethereum, Polygon და Flow-ის ციფრულ საფულეებთან ერთად, უკვე Solana-საც აქვს. გარდა ამისა, ინსტაგრამი, ციფრული აქტივისთვის OpenSea-დან მეტა მონაცემების გამოყენების შესაძლებლობასაც ამატებს.
ქვედა ნაწილი: NFT-ის ყიდვის პროცესი
ასეთი სახით, Meta, კრეატორებს, საკუთარ პლატფორმებზე ფულის გამომუშავების უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. გასულ ორშაბათს, კომპანიამ უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახადა ხელმისაწვდომი “პროფესიონალური რეჟიმი”, რომელიც მონეტიზაციისა და კონტენტთან მუშაობის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს – მათ შორისაა ვირტუალური ვალუტა “Stars”, რომლის გამოყენებითაც, კრეატორების ფულადი მხარდაჭერა შეგვიძლია.
პარალელურად, მსგავსი ციფრული მონეტიზაციის შესაძლებლობა, სახელწოდებით “Gifts” იტესტება ინსტაგრამზეც (აქაც, ჯერ-ჯერობით მხოლოდ აშშ-ში). უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თუ TikTok-ის ლაივებში გაგიგზავნიათ ფასიანი “საჩუქრები” და ამაში გადაგიხდიათ ფული — ზუსტად მსგავსი “Gift”-ებია ფეისბუქის ვასრკვლავიც, და ინსტაგრამის ჯერ არ გამოსული “Gift”-იც.
ინსტაგრამის მიმართულების ხელმძღვანელის, ადამ მოსერის თქმით, Meta აღარ განიხილავს ინსტაგრამს მხოლოდ ფოტოსურათების გაზიარების პლატფორმად — კომპანია მას გასართობ აპლიკაციად ხედავს, სადაც არტისტებსა და კრეატორებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ — იქნება ეს NFT-ს შექმნა- გაყიდვა, პარტნიორის კონტენტიდან შემოსავლის, თუ პირდაპირი დონაციის მიღება ფანებისა და მიმდევრებისგან.