ახლადშექმნილმა კომპანია Meta-მ, ფეისბუქზე ჯგუფების მართვის ახალი ფუნქციები წარმოადგინა, რაც მათ ადმინისტრირებას უფრო მოსახერხებელს ხდის.
ამიერიდან ადმინისტრატორებს პოსტის ფონის, ფერების და შრიფტის პერსონალიზაციის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. გარდა ამისა, ადმინისტრატორს შეუძლია განსაზღვროს ის ემოჯები, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ ჯგუფის წევრებს მის შიგნით.
უფრო გამარტივდა წვდომა ადმინისტრირების სხვადასხვა ხელსაწყოებთან, მათ შორის პოსტების წინასწარ გამზადებულ მონახაზებთან და მრავალი სხვა.
ადმინისტრატორებს, ახალი წევრებისთვის უნიკალური მისასალმებელი შეტყობინების მომზადება და ჯგუფის წესების ახალ ფორმატში გაზიარების საშუალება ექნებათ.
უახლოეს მომავალში, ჯგუფის ადმინისტრატორებს საშუალება ექნებათ ადამიანები ღირებული კონტენტის გამოქვეყნებისთვის დააჯილდოვონ. სულ ხელმისაწვდომი იქნება სამი ბეიჯი — Insightful, Uplifting და Fun.
გარდა ამისა, Meta ადმინისტრატორებისთვის ახალ ფუნქციას ტესტავს, რომელიც ჯგუფის შიგნით თემატურად, რეგიონისა თუ მოვლენების შესაბამისად ქვეჯგუფების შექმნის საშუალებას იძლევა. ქვეჯგუფებთან წვდომა კი შესაძლებელია იყოს როგორც უფასო, ისე ფასიანი.
ჯგუფში გაწევრიანებისთანავე, მომხმარებლებს ჯგუფის ჩატშიც მიიღებენ. ამასთან ერთად, ჯგუფში განმეორებადი ღონისძიებების შექმნის შესაძლებლობაც გამოჩნდება.
ადმინისტრატორებს ასევე საშუალება ექნებათ მართონ მიმაგრებული (აპინული) პოსტების თანმიმდევრობა.