Mac-ისთვის განკუთვნილ Office-ის საცდელ ვერსიაში PDF ფაილებთან მუშაობის შესაძლებლობა გამოჩნდა. ეს როგორც აღნიშნული ფაილების ტიპის გახსნას, ისე მათ რედაქტირებასაც ეხება, რის შედეგადაც მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. PDF ფაილის გახნისას Word-ში იგი ავტომატურად დაკონვერტირდება DOCX ფორმატში, ხოლო მუშაობის დასრულების შემდეგ თქვენ მისი შენახვა ისევ PDF ფორმატში შეგიძლიათ.
ახალი ფუნქცია Office Fast Ring ინსაიდერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ახალი ფუნქციის მხარდაჭერა Word-ის 16.29 ანაწყობში გამოჩნდა. უახლოეს მომავალში აღნიშნული ვერსია Slow Ring და სტაბილური არხითაც გავრცელდება.