Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაქერბერგმა, WhatsApp-ის ახალი ფუნქციები დააანონსა.
რა ვიცით
განახლებულ აპლიკაციაში დამატებულია 32 მონაწილემდე ვიდეოზარის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ ამ რაოდენობის მომხმარებლები, განახლებამდე, მხოლოდ აუდიოზარის გამოყენებით საუბრობდნენ.
გარდა ამისა, WhatsApp-ის ჯგუფებში ამიერიდან 1024-მდე ადამიანის დამატება იქნება შესაძლებელი. ახალი ფუნქცია “საზოგადოება” კი სასარგებლო იქნება მსხვილი ორგანიზაციებისთვის, მცირე ბიზნესისთვის და სხვადასხვა გაერთიანებებისთვის, სადაც შესაძლებელია მომხმარებლებმა გამოიყენონ გამოკითხვები, ჯგუფებსა და განცხადებებს შორის მარტივი გადართვის ფუნქცია და სხვა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ WhatsApp-ის აღნიშნული ჯგუფებიც გამჭოლი შიფრაციით არის დაცული.
ახალი ფუნქციები ეტაპობრივად გამოჩნდება, უახლოეს თვეებში კი, აღნიშნული სიახლეები WhatsApp-ის ყველა მომხმარებლამდე მივა.