Instagram-ის დეველოპერებმა გასულ წელს სოც.ქსელში „რჩეული მეგობრების“ ფუნქცია დაამატეს, რომელიც მომხმარებელს „სთორების“ მხოლოდ რჩეულ მეგობრებთან გაზიარების შესაძლებლობას აძლევდა. Instagram-მა ასეთი მეგობრებისთვის ცალკე მესენჯერი წარმოადგინა.
რა არის Threads from Instagram
Threads-ში მომხმარებელს სტანდარტულის ნაცვლად სპეციალური სტატუსების და ემოჯი-ების გამოყენება შეუძლია. სტატუსის შეცვლა ავტომატურ რეჟიმში, მათ შორის ადგილმდებარეობის მიხედვით არის შესაძლებელი. მაგალითისთვის, აეროპორტში მოხვედრისას თქვენი პროფილის სატუტუსი შეიცვლება At the airport-ით, თუ სახლში ისვენებთ — At home-ით და ა.შ. დეველოპერების თქმით კომპანია მომხმარებლების ზუსტ კოორდინატებს არ გაასაჯაროვებს.
გადმოწერა: