SpaceX-ის დამფუძნებლებმა, სულ ცოტა ხნის წინ შეიძინა პოპულარული სოციალური ქსელი, რის შემდეგაც Twitter-ის რეორგანიზაციას შეუდგა. პირველი ნაბიჯი, რომელიც ილონ მასკმა გააჟღერა, დელისტინგია — პროცედურა, რომლის შემდეგაც საფონდო ბირჟაზე ამ კომპანიის ფასიანი ქაღალდები აღარ გაიყიდება. კომპანიის დელისტინგი 8 ნოემბერს დასრულდება.
დღეს, ილონ მასკმა უკვე დაითხოვა Twitter-ის დირექტორთა საბჭო და გახდა კომპანიის ერთპიროვნული დირექტორი. ამ საბჭოს ჩაანაცვლებს კონტენტის მოდერაციის საბჭო, რომელიც შედგება განსხვავებული ხედვების მქონე ადამიანებისგან — ყოველ შემთხვევაში, ამას მასკი ამბობს. ტვიტერის ახალი დირექტორის თქმით, კომპანიაში, ახალი საბჭოს დაკომპლექტებამდე არანაირ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.
ილონ მასკმა, ტვიტერის შეძენისთანავე დაითხოვა კომპანიის გენერალური დირექტორი პარაგა აგრავალი, ფინანსური დირექტორი ნედა სიგალი და მომხმარებლებთან მუშაობის ხელმძღვანელი სარა პერსონეტტი.
რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება?
ექსპერტების თქმით, Twitter-ის კერძო კომპანიად გარდაქმნა ახალ ხელმძღვანელს მეტ თავისუფლებას ანიჭებს. მაგალითისთვის, Twitter-ს აღარ ექნება ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება, ხოლო მარეგულირებელი ორგანოები ნაკლებად შემაწუხებლები იქნებიან. ამასთანავე, კომპანიის მართვაში ილონ მასკს სრული უპირატესობა ექნება და მას აღარ მოუწევს ინვესტორების მოსაზრებების გათვალისწინება. მოკლედ რომ ვთქვათ, ილონ მასკს აქვს უფლება თავდაყირა დააყენოს ტვიტერი, სრულად შეცვალოს მისი მუშაობის მოდელი, ფინანსები და პრიორიტეტები ისე, რომ არ გაითვალისწინოს მარეგულირებლებისა და ინვესტორების მოსაზრებები.