ამჟამად, ტვიტების რედაქტირების ფუნქცია ხელმისაწვდომია აშშ-ის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე. ამისათვის აუცილებელია მომხმარებელს შეძენილი ჰქონდეს Twitter Blue პაკეტი, რომელიც თვეში $4,99 ღირს.
Twitter-ის ახალი მფლობელის განცხადებით, იგი ამ მოდელის ცვლილებას აპირებს და რედაქტირების ფუნქცია მალე სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ამჟამად, ფასიანი გამოწერის შემთხვევაში, ტვიტის რედაქტირება, მისი გამოქვეყნებიდან 30 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი. რედაქტირების შემდეგ კი, ტვიტის ცვლილებების ისტორია ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ილონ მასკი ამ ცვლილებაზე, Twitter-ის შეძენამდე საუბრობდა. მან გამომწერებში ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგებითაც, მილიონზე მეტ ადამიანს ამ ფუნქციის ხილვა ტვიტერის უფასო ვერსიაშიც სურდა.
მანამდე, მასკმა გადაწყვიტა, რომ Twitter-ზე ვერიფიკაციის დამადასტურებელი სტატუსის მიღება შეეძლება ნებისმიერს, ვინც თვეში $8-ს გადაიხდის. ამ ფასად, ტვიტერზე, მომხმარებელი ნაკლებ სარეკლამო განცხადებას შეხვდება.