Huawei-მ ცოტა ხნის წინ, ახალი ფლაგმანი, P50 სერია წარადგინა. ესაა HarmonyOS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე პირველი, მაღალბიუჯეტური სმარტფონების სერია.
აშშ-ს სანქციების შედეგად, P50 სერიის პრეზენტაცია ჩვეულებრივზე გვიან შედგა. სხვა უახლესი მოდელების მსგავსად, P50 სერია არ მოიცავს Google სერვისებს.
აშშ სანქციების გამო, ყველა P50 მოდელი არ იყენებს Huawei Kirin ჩიპს. P50 და P50 Pro წარმოდგენილია Snapdragon 888 პროცესორით. აღსანიშნავია, რომ Qualcomm-მა გასულ წელს მიიღო Huawei-სთვის ჩიპების მიყიდვის ნებართვა. ასევე არსებობს P50 Pro ვერსია, რომელიც Kirin 9000 პროცესორითაა წარმოდგენილი.
HUAWEI P50 მახასიათებლები
- ეკრანი: 6.5 ინჩი
- რეზოლუცია: 2700 x 1224p, 90Hz.
- პროცესორი: Snapdragon 888 4G
- ოპერაციული სისტემა: HarmonyOS 2.0
- შიდა მეხსიერება: 8GB
- მეხსიერება: 128GB/256GB
- მთავარი კამერა: 50MP სამმაგი კამერა
- წინა კამერა: 13MP
- ელემენტი: 4100 mAh
ფერები
- ოქროსფერი
- თეთრი
- შავი
ფასები
Huawei P50 (8 GB+128 GB): 4488 იუანი (694 აშშ დოლარი, 584 ევრო)
Huawei P50 (8 GB+256 GB): 4988 იუანი (772 აშშ დოლარი, 649 ევრო)
Huawei P50-ის შეძენა სექტემბერში იქნება შესაძლებელი.
HUAWEI P50 Pro მახასიათებლები
- ეკრანი: 6.6 ინჩი, 120Hz.
- რეზოლუცია: 2700 x 1228p
- პროცესორი: Snapdragon 888 4G / Kirin 9000 4G
- ოპერაციული სისტემა: HarmonyOS 2.0
- შიდა მეხსიერება: 8GB/12GB
- მეხსიერება: 128GB/256GB/512GB
- მთავარი კამერა: 50MP ოთხი კამერის სისტემა
- წინა კამერა: 13MP
- ელემენტი: 4360 mAh (66W)
ფერები
- ოქროსფერი
- თეთრი
- ვარდისფერი
- შავი
ფასები
P50 Pro (8 გბ + 128 გბ): 5988 იუანი (926 აშშ დოლარი, 779 ევრო)
P50 Pro (8 გბ + 256 გბ): 6488 იუანი (1000 აშშ დოლარი, 845 ევრო)
P50 Pro (8 GB+512 GB): 7488 იუანი (1158 აშშ დოლარი, 975 ევრო)
P50 Pro (12 GB+512 GB) ლურჯი: 7988 იუანი (1236 აშშ დოლარი, 1040 ევრო)
P50 Pro (12 GB+512 GB) შავი: 8488 იუანი (1313 აშშ დოლარი, 1105 ევრო)
ჩინეთში Huawei P50 Pro–ის წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. თუმცა, გლობალურ გაყიდვებზე ჯერ არაფერი ვიცით.