გასულ წელს, Huawei-მ საკუთარი შვილობილი ბრენდი, Honor კონსორციუმ Shenzhen Zhixin New Information Co. Ltd.-ს მიყიდა. გავრცელებული ჭორების თანახმად, კომპანია ამჯერად საკუთარი მაღალი კლასის სმარტფონების, P და Mate ხაზის გაყიდვას განიხილავს.
24 იანვარს ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Huawei საკუთარი პრემიუმ კლასის სმარტფონების ბიზნესის გაყიდვას იმავე სქემით აპირებს, როგორითაც თავის დროზე ბრენდი Honor გაყიდა. წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და მის შედეგებს ჩვენ უახლოეს მომავალში შევიტყობთ.
აღნიშნული ჭორის საპირისპიროს ამტკიცებს Huawei და ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი მსგავსი ტიპის ჭორებს Honor-ის გაყიდვის შემთხვევაშიც უარყოფდა იმ მომენტამდე, სანამ ბრენდის გაყიდვის ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურდა.