Huawei იწვევს ახალგაზრდა და ნიჭიერ ინჟინრებს ჩიპების დეველოპმენტისთვის მიუნხენში, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს სტამბულში, და ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებს კანადაში.
აღსანიშნავია, რომ ასობით დეველოპერი სტუდენტი უკვე მუშაობს ჰუავეისთვის ჩინეთსა და მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიამ ვაკანსია რამდენიმე მიმართულებით გამოაცხადა:
- ნახევრადგამტარი ჩიპი / მიკროსქემა
- ხელოვნური ინტელექტის კვლევა
- ავტომობილების ავტონომიური მართვის ტექნოლოგია
- პროგრამული უზრუნველყოფა
- გამოთვლითი ინფრასტრუქტურა
ონლაინ მედია Nikkei Asia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, Huawei აქტიურად პოზიციონირებს ნახევრადგამტარი ინდუსტრიის სფეროში. 2021 წლის ივნისის მონაცემებით, Huawei–მ ინვესტიცია ჩიპებთან დაკავშირებულ 10–ზე მეტ კომპანიაში გააკეთა.
Huawei– მ Nikkei–სთან ინტერვიუს მსვლელობისას, ჩიპების ინდუსტრიასა და მის საინვესტიციო სტრატეგიასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
მეორე მხრივ კი Huawei-ს ნახევრადგამტარების შემმუშავებელმა ფირმამ, HiSilicon-მა, უკვე დაიწყო ჩინეთისა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისა და კოლეჯების კურსდამთავრებული სტუდენტების დაქირავება. აუცილებელ მოთხოვნას ეროვნება წარმოადგენს, სამუშაოს დასაწყებად თქვენ ჩინელი უნდა იყოთ.
HiSilicon-მა ვაკანსია შემდეგ ლოკაციებზე გამოაცხადა: პეკინი, შანხაი, შენჟენი, დონგუანი, ვუჰანი, სიანი, ჩენგდუ, ჰანჯოუ, ნანჯინი, და სუჟოუ.